18:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 12:04:24, 1605 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - სამედიცინო პერსონალისთვის, კოვაქსპლატფორმიდან, „ფაიზერის“ ვაქცინას მოგვაწვდიან

„კოვაქსპლატფორმიდან სამედიცინო პერსონალისთვის „ფაიზერის“ ვაქცინას მოგვაწვდიან“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა მომავალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოიტანონ.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. საჭირო იყო და მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმიურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას.

კოვაქსპლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ მას მომავალში სხვა ვაქცინებით დაემატოთ. გვაქს მოლოდინი რომ მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზეც გაუჩნდება წვდომა“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics