2021-01-13 11:12:18, 598 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს კონსტიტუცისს 25-ე ჩასქორების ამოქმედების გზით დონალდ ტრამპის გადაყენებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა პალატის 223-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგი კი 205 წავიდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგი იყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან