2021-01-13 09:43:16, 554 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პენსი კონსტიტუციის 25-ე შესწორების გზით დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უარზეა, რომ ამოქმედდეს 25-ე შესწორება და მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს.
აღნიშნული მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს მიწერა.
„არ მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის ან შეესაბამება კონსტიტუციას ასეთი მოქმედების კურსი", - აღნიშნულია წერილში.
ამასთანავე, მაიკ პენსი მოუწოდებს კონგრესის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ისედაც გაყოფილ საზოგადოებას, უფრო გაყოფს და გააღვიძებს მათში არსებულ ვნებათაღელვას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან