11:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 09:42:02, 1089 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩედ ვულფმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ CNN-ი ვულფის მიერ გავრცელებულ წერილზე დაყრდნობით წერს.

„ვწუხვარ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მიწევს, რადგან მინდოდა დეპარტამენტისთვის ამ ადმინისტრაციის დასრულებამდე მემსახურა. სამწუხაროდ, ჩემი ეს ნაბიჯი დასაბუთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით, მათ შორის მიმდინარე და უღირსი სასამართლო გადაწყვეტილებებით, რაც მოქმედებს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილებაზეც“, - აღნიშნავს ვულფი.

ცნობისთვის, ჩედ ვულფი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მესამე მინისტრია, რომელმაც გასული კვირის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა, ელიან ჩაომ და განათლების მინისტრმა, ბეტსი დევოსმა განაცხადეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics