10:27 - 28 May, 2026
|
2021-01-06 10:52:17, 748 ნახვა
მსოფლიო
Grammy-ს დაჯილდოების ცერემონია 14 მარტამდე გადაიდო
კორონავირუსის პანდემიის გამო, გრემის 2021 წლის დაჯილდოება მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია 31 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. ლოს ანჯელესსა და კალიფორნიაში ინფიცირებულთა რიცხვის გამო, ღონისძიება 14 მარტს გაიმართება. „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის წარომადგენლებისა და იმ ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვინც დაუღალავად მუშაობს შოუს წარმოებაზე“, - აცხადებენ ორგანიზატორები. ცნობისთვის, გრემის წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში გამოქვეყნდა, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი და ბიონსე იყვნენ წარდგენილნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)