|
2021-01-04 15:22:54, 933 ნახვა
მსოფლიო
პირველი პაციენტი, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, 82 წლის მამაკაცია
პირველი პაციენტი, რომელიც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, 82 წლის ბრაიან ფინქერია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი დიალიზზე იმყოფება. მას აცრა ოქსფორდის ჩერჩილის საავადმყოფოში ჩაუტარდა. დიდ ბრიტანეთში დღეისთვის ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა გამოსაყენებლად მზადაა. ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ეს ბრიტანეთის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ვაქცინა ხელს შეუწყობს ინფიცირების შემთხვევების შემცირებას და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ინგლისში რეგიონალური შეზღუდვები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ცდილობს ვირუსის ახალი, სწრაფად გავრცელების ვარიანტი კიდევ უფრო გააკონტროლოს. ცნობისთვის, დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)