|
2020-12-29 13:13:35, 655 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანმა ვალისა და დეფიციტის შემცირების სამ სხვადასხვა სცენარზე ისაუბრა
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარმოადგინა ვალისა და დეფიციტის შემცირების სხვადასხვა სცენარი. საშუალოვადიან ბიუჯეტში წარდგენილი სცენარით, 2023 წელს დეფიციტი უბრუნდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3-პროცენტიან ნიშნულს და შემდგომ, ჩამოდის 2,5 პროცენტის დონეზე, თუმცა დეფიციტის შემცირება ნაწილობრივ კაპიტალური პროექტების ხარჯზე ხდება. მისი თქმით, კაპიტალური ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 6,5 პროცენტის დონეზე ჩამოდის, ხოლო ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 57 პროცენტია, რაც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს. „იმ შემთხვევაში თუ კაპიტალურ ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე შევინარჩუნებთ, ამ სცენარით, დეფიციტის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე იქნება და ვალიც 63 პროცენტამდე გაიზრდება, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი რეიტინგების გაუარესებასა და დამატებით ზეწოლას ეკონომიკაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ალტერნატიული სცენარით, იმისათვის, რომ ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტამდე შემცირდეს, აუცილებელია დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდეს 1-1,5 პროცენტამდე, რაც მინისტრის თქმით, კაპიტალური პროექტების ხარჯზე შეუძლებელია. „კაპიტალური პროექტების ხარჯზე კონსოლიდაცია არაეფექტიანია. შესაბამისად, ვალის შესამცირებლად საჭიროა ალტერნატიული სტრატეგია", - აღნიშნა ივანე მაჭავარიამა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ფისკალური კონსოლიდაციის და მის შედეგად ვალის შემცირების ერთადერთი გზა დამატებითი რესურსების მობილიზებაა. „მიმდინარე ხარჯებით ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით მსოფლიოში, თითქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, შევაფასოთ ყველა მსხვილი საბიუჯეტო პროგრამის ეფექტურობა, რომლის შედეგების გათვალისწინებით გადაიხედება ესა თუ ის პროგრამა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ეს ვერ იქნება კონსოლიდაციის წყარო", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)