|
2020-12-29 10:44:26, 1281 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს უწყებებს ტრამპის ადმინისტრაციისგან დიდი ზიანი მიადგა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თანაშემწეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ახლა ჩვენ უბრალოდ ვერ ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც წარმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებში გვჭირდება“, - აღნიშნა ბაიდენმა. მან ტრამპის ადმინისტრაციის ასეთ საქციელს უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება. „ბევრ უწყებას, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უზარმაზარი ზიანი მიადგა. ბევრი მათგანი პერსონალური, მორალური და ქმედუნარიანობის კუთხით განადგურებულია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)