|
2020-12-28 19:04:36, 924 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომლებიც ღრიალით გამოირჩევიან
ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის საკითხს. მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს იმ ხალხს დაშორდეს, რომლებიც ბოლო პერიოდში ღრიალითა და შეძახილებით გამოირჩევა. „ვფიქრობ, ელენე ხოშტარია ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით და ფურ-ირემივით შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)