22:21 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 15:56:01, 523 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი „ნარუშილოვკა“ ჰქონდა გაცემული

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - „ნარუშილოვკა“  ჰქონდა გაცემული. სესიაშვილი ე.წ. ნარუშილოვკებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულ პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

"წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი "ნარუშილოვკა" ჰქონდა გაცემული. ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფოლების პირობებშიც შესაძლოა რიგ შემთხვევებში ამ დოკუმენტის არამიზნობრივად გამოყენება ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ 10-ჯერ მეტი იყო ის გამოყენებული, არამედ მათი აღრიცხვა საერთოდ არ ხორციელდებოდა. აქ მთავარია ის, რომ ( მე ასე ვხედავ, ჩემი აზრი ასეთია) აქ იყო მიზანმიმართული პოლიტიკური დაკვეთა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, შს მინისტრის გადაწყვეტილებით, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი - ე.წ. ნარუშილოვკები ძალას კარგავს.

"შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება" ,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე ემათი გამოყენების კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს.

"გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. თუმცა, მღებრიშვილმა არ უპასუხა შეკითხვას - სპეციალური საშვი ჩამოერთმევა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics