|
2020-12-27 19:26:36, 676 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედავობის, თავგანწირვის სიმბოლო
„ნიკა მელია არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედავობის, თავგანწირვის სიმბოლო“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეო ჩართვის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული არჩევნების სიტემის დანერგვა მისი გუნდის სამომავლო გეგმაა. „მინდა, მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნების ჩატარება და ნიკა მელიას მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი გამოვა უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა, ჩვენს ასობით, ათასობით აქტივისტს ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას, არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ არჩევნებში. მინდა, გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ ასე იქნება მიღებული - ელექტრონულ არჩევნებში, ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ თავისი სამშობლოს ბედს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)