|
2020-12-26 23:00:50, 647 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ჩვენი ქვეყნის მეგობრები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობენ, ეს არფერს ნიშნავს, ისინი იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ
„ჩვენი ქვეყნის მეგობრები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობენ, ეს არფერს ნიშნავს, ისინი იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის თვალში ლეგიტიმაცია არ შეუძენია. „ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის თვალში არ შეუძენია ლეგიტიმაცია პარლამენტს და ამერიკის ელჩის ინტერვიუს თუ ნახავთ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მეგობრის დიპლომატს პრობლემად სწორედ დასახული აქვს ეს. ამ პროცესმა შედეგად მოიტანა, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგულია ამის მიმართ. ეს, როგორც დიპლომატის, მისი შესაფასებელი არ არის, ის როგორ თვლის, უბრალოდ აღწერს ვითარებას სწორად, მძიმე ვითარებას. ნდობა საზოგადოების უდიდეს ნაწილში რომ ამ არჩევნების შედეგად მიიღო ივანიშვილმა და შეუძლია ლეგიტიმურად მართოს, არ არსებობს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, სანამ ფორმალურად ეს ხელისუფლება გვყავს, მანამდე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობენ, არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ნორმალურია, ლუკაშენკოსთანაც ურთიერთობენ, ბუნებრივია, სანამ ლუკაშენკო იქნება. იანუკოვიჩთანაც ურთიერთობდნენ, სანამ იყო ფორმალურად ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)