|
2020-12-26 22:04:44, 691 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს
„გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ მოლპარაკებებსაც არ გამორიცხავს პარტიებთან. „მე გარწმუნებთ და მინდა ჩემი ოპტიმიზმი გაგიზიაროთ, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. მე ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ ამ ოპოზიციაში, რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლების არჩევანს, პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს. ვიცი, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს იყოს ერთი ადამიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში არასოდეს არ შევლენ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს იქნება პარტია და ეს იქნება არა ერთი და ორი პოლიტიკური პარტია. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)