|
2020-12-26 19:15:08, 540 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ილია ზურაბიშვილს- ამნეზია გჭირს, თუ ეს რა მავნებლობაა?!
„ამნეზია გჭირს, თუ ეს რა მავნებლობაა?!“, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაზე სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა,რომ პრეზიდენტის მიერ შობის დღესასწაულის მხოლოდ კათოლიკური სამყაროსთვის მილოცვა სამარცვინო იყო. „საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი საბერძნეთიდან დაწყებული რუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული უგულვებელყო, რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?! p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც“, – წერს დეკანოზი.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)