21:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 01:52:13, 1319 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა მიმდინარე წელს საგრძნობლად გაძლიერდა.

მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლება, რომელიც  2 დეკემბერს დამტკიცდა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics