22:21 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 13:50:42, 462 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

 

ნაციონალური მოძრაობა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით, მათ მიერ კომპანიებთან ხელშეკრულება გარკვეული ინტერესების გათვალისწონებით ფორმდება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობა -თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განმარტა, რომ ქართული ოცნება არის აბსოლუტურად მოუმზადებელი და ნარმანიას მთლიანად სამთავრობო გუნდის შეცვლისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ, სანამ სხვა ბევრი სუდაძე აღმოაჩნდება, მთლიანი სამთავრობო გუნდი შეცვალოს. თორემ ამ არაკვალიფიციური ადამიანების გამო, დედაქალაქში მოსახლეობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, - აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან წარმოადგინა საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კომპანია „ენკოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. რომელიც ადასტურებს, რომ არსებობს ფინანსური დარღვევა.

„ეს ეხება ერთ-ერთ მისამართზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობას. გაუგებარია რატომ მოითხოვა რაიონულმა გამგეობამ ტექნიკურ დავალებაში საფეხმავლო ნაწილზე 5 სანტიმეტრიანი ფენის დაგება, როცა ყველამ ვიცით, რომ იგება 3 სანტიმეტრიანი ფენა. ხელშეკრულება გააფორმა კეთილმოწყობის სამსახურმა. საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებული თანხაა ორ მილიონ სამას თერთმეტ ათასი. ხელშეკრულება გაფორმდა დაახლოებით მლნ ექვსასი ათასზე. აქაც არის დარღვევა გამომდინარე იქედან, რომ შესყიდვების კანონი ავალდებულებს შემსყიდველს, როცა დასახელებული თანხა გამოცხადებულ თანხაზე 20 %-ით ნაკლებია, მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთების მიზნით ექპსერტიზის დასკვნას“, _ განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics