|
2020-12-24 22:55:04, 744 ნახვა
კომენტარი
ბენ ჰოჯესი - ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო
„ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მთავრობის ქმედებებს, რომელიც ქვეყანას დასავლური და ევროპული ინვესტიციებისთვის მიმზიდველს გახდის. „არის გრძნობა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო. ბიზნესის თვალსაზრისით ვერ ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა რამეს აკეთებდეს, რათა ქვეყანა დასავლური და ევროპული ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს. ვერ ვხედავ ძლიერ განცხადებებს, რომელიც მოდის მთავრობიდან, იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს კრემლი, მაშინ როცა ის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)