|
2020-12-24 18:46:24, 571 ნახვა
კომენტარი
გახარია საზღვრების დელიმიტაციაზე - საჭიროა სწორი ბალანსი ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის
„საჭიროა სწორი ბალანსი ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ნორმალური ქვეყნისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, „რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ 4 წლის განმავლობაშიც. ძირითადი ამოსავალი აქ იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია, რომელიც ფარავს ამ საკითხებს, უაღრესად აქტიური გახდება შემდეგი წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად არის დაწყებული და 2021 და 2022 წელი იქნება ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)