|
2020-12-24 14:00:11, 662 ნახვა
რეგიონი
ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მელიორაცია რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება. წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება კოროზირებული ფოლადის მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურდული, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფასტრუქტურის სარეაბილიტაციო 5 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1155 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას ჰექტარზე მეტ სავარგულზე გაუმჯობესდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)