|
2020-12-23 17:19:49, 566 ნახვა
რეგიონი
შუახევში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა. სხდომას, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. ომარ ტაკიძემ საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ისაუბრა, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროგრამებზე და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. სხდომა კითხვა-პასუხისა რეჟიმში გაგრძელდა. საბჭოს თავმჯდომარედ, ვასო ხიმშიაშვილი, მდივნად კი, მზია გოგაძე აირჩიეს. მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)