|
2020-12-22 20:20:28, 424 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში," - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. „პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება, მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება, როცა არის აქციები. არ ვსაუბრობ თავდასხმაზე იარაღით ან რაიმე სხვა ნივთით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, თუმცა გვიწევს ხოლმე დაკავება. შემდეგ დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, არა მარტო იმ ადამიანებს, არამედ პარტიებსა და მათ მიმდევრებს. დიდი მადლობა, ასევე, თქვენ, ყველას, მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)