03:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 15:55:35, 558 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - იმ ადამიანებისთვის, იმ ინდმეწარმეებისთვს, ვინც სავაჭრო სექტორში მუშაობს, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ

„მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ადამიანებისთვის, იმ ინდმეწარმეებისთვის, ვინც სავაჭრო სექტორში მუშაობს, ვინაიდან მათი შემოსავლები და მათ მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნება დიდად იყო დამოკიდებული გარკვეული შესაძლებლობების მიცემაზე, რომ წინასაახალწლოდ ივაჭრონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, ეკონომიკურ გუნდს და პირადად მას არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია  ჰქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის.

 „ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, დილის საათებში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლების მასას საათების მიხედვით და ნაკლები მობილობა შეიქმნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics