|
2020-12-21 12:06:32, 511 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში
საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში, შეზღუდული რესურსების პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამების და პროექტების ეფექტურობას. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია რეფორმების განხორციელება. „მსხვილი საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მოხდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, თითოეული ეს პროგრამა დაკორექტირდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალური რისკებისა და ვალის მართვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში, დამტკიცდება ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)