|
2020-12-20 14:43:42, 692 ნახვა
კომენტარი
მამა თეოდორე - ჩვენ ხალხი მოვწამლეთ, ახლა უნდა გამოვიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ მრევლს
„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ, ახლა უნდა გამოვიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ მრევლს“, - ამის შესახებ მამა თეოდორე გაგნიძემ ქადაგების დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აცდუნეს მრევლი და პანდემიის არ არსებობაში დაარწმუნეს. „ჩვენ ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი უნდა გვაინტერესებდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ გავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, მასონებს რა გეგმა აქვთ რას იზამენ?! აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას?! ეს ეკადრება ქრისტიანს ზოგადად?! და მით უმეტეს სასულიერო პირს?! მაგრამ ჩვენ არამარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ არაფერი გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით“, - განაცხადა მამა თეოდორემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)