|
2020-12-19 22:50:17, 814 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ეს ჩარეცხეს
„9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ეს ჩარეცხეს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებები მთელი მსოფლიო აღიარებდა. „საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს, ჩარეცხეს ჩვეულებრივად. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში ბოლოს და ბოლოს. ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში. ვერტმფრენით გადავაფრინე ერთხელ ერთი სახელმწიფო მდივანი, რუსების პოსტებს გადავუფრინეთ. ცე ერ უს დირექტორით, მეორე ადგილზე გადავუფრინე პოსტებს, მესამე ადგილზე გადავსვით შატილში უკან და ზემოდან ისეთ ადგილებში, სადაც ყველგან მომყვებოდენ ბრმად, არც კითხულობდნენ მათი პროტოკოლი. მერე გამომაცხადეს გიჟად და ეს იყო ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)