04:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 10:08:24, 780 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.  

შეხვედრაზე ორივე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ ორმხრივად მომგებიან და ხელსაყრელ თანამშრომლობას დიდი მნიშვნმელობა აქვს არა მხოლოდ აღნიშნული სექტორების მომავლისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის, რომელიც ამჟამად სარესტორნო სერვისს მხოლოდ ე.წ. დელივერი კომპანიების მეშვეობით იღებს. 

გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით გაგრძელდება სამუშაო პროცესში მუშაობა აღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. 

„სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულად დაზარალდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო. სახელმწიფო ახორციელებეს ამ ინდუსტრიის მხარდაჭერასაც. ესაა როგორც სესხების პროცენტების თანადაფინანსება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავე დროს, ვინაიდან მათი ოპერირება დღეს შეზღუდულია მხოლოდ მიტანის სერვისით, უაღრესად მნიშვნელოვანია მიტანის, ე.წ. დელივერის ინდუსტრიასთან სრულფასოვანი კოორდინაცია, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, მოხდეს მიტანის სერვისის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეკონომიკის სამინისტრომ ითავა საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც ორივე ინდუსტრიამ ერთმანეთს მიმდინარე საკითხები გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმ საკითხების სწრაფად გადაწყვეტა, რაც არის დღის წესრიგში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მაქსიმალურად მხარდში დაუდგება და დაეხმარება, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ინდუსტრიას აქვს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics