|
2020-12-18 12:06:36, 509 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი - წელს 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები
„წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები არამარტო სასაზღვრო პოლიციაში, არამედ სხვა სამსახურებშიც მიმდინარეობდა. „წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მათ შორის: • ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები. • წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა. • პანკისში, სოფელ ძიბახევში აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა. • ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები. • თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში განახლდა ინფრასტრუქტურა. • მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისს ახორციელებს. • შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320 ახალი ავტომანქანით. • რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების სულ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)