|
2020-12-17 12:01:22, 613 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა ხვალ ვაჭრობის სექტორს შეხვდება და მოისმენს, გახსნის შემთხვევაში, როგორ წარიმართება რიგები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ხვალ ვაჭრობის სექტორს შეხვდება და მოისმენს, გახსნის შემთხვევაში, როგორ წარიმართება რიგები სავაჭრო ობიექტებში. აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ 24-დან მოსალოდნელია შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა საზოგადოებაში არის საკმაოდ არაერთგვაროვანი განწყობა, რომ ყველა ხედავს, ჩვენ უფრო მეტად ავიყვანეთ კონტროლზე მეორე ტალღის გავრცელება და ჯანდაცვის სექტორმაც შვებით ამოისუნთქა, რადგან აღარ არის დამანგრეველი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ტენდენციებს, ხვალ მაქვს შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან და მოვისმენ მათგან, თვითონ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე და როგორ ხედავენ რიგების მართვის მექანიზმებს, ამის მერე კვლავ შევიკრიბებით, გვექნება მსჯელობა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)