|
2015-01-29 16:46:19, 780 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ნატოსთან ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება
„ნატოსთან ურთიერთობები დინამიურად, წარმატებულად ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საჭიროა აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტული პოზიტიური შედეგები დაინახოს. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ზოგადად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომლის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. ჩვენი აპარატი მუშაობს ნატოს შტაბ-ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და დამთავრდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა. განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში მინისტერიალი ჩატარდება. ასე რომ, ნატოსთან ურთიერთობები დინამიურად, წარმატებულად ვითარდება, რამდენადაც უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი დაწყებულია. ამ რეჟიმში აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტული პოზიტიური შედეგები დაინახოს და რაც მთავარია, ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე აისახოს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)