|
2015-09-29 10:56:01, 407 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს გენერალულ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ აგრესულ ნაბიჯებსა და მის თანმდევ უარყოფით შედეგებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ პროექტებს, რომელსაც ეუთო ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს. "ჩვენ განვიხილეთ რეგიონსა და საქართველოში არსებული ვითარება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და შენარჩუნდეს პოლიტიკური პროცესი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სახით. ეუთო, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს ჩართულობას ამ პროცესში ჩემთვის ასევე კარგი შესაძლებლობა იყო მესაუბრა ახალ მინისტრთან ეუთო-ს როლზე სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში", - განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)