|
2020-12-16 00:18:28, 622 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის
„კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია მერიამ იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ის შენობები ერთადერთი საცხოვრებელი იყო. „რამდენიმე მარტივი, რეალობის შესაბამისი რამე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიახ, მძიმე კადრები, რომ დიახ, ეს, ალბათ, ახლა, ამ სუსხში და ზამთრის პერიოდში რატომ იყო საჭირო. თუმცა, ამ კითხვაზე მერმა ისაუბრა და მას აქვს პასუხები თუ რატომ მიიღო მერიამ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ჩემთვის, მთავარი არის, რომ ვინაიდან ეს იყო მძიმე კადრები, მძიმე გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არც ერთი ამ ადამიანთაგანი, თუ კი სიმართლეა, რომ მათ სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და იქ შესახლებას გეგმავდნენ, რომ არ დარჩნენ ჭერის გარეშე“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)