|
2020-12-15 15:46:30, 449 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: თეა წულუკიანის განცხადება არ მომისმენია, თუმცა მის მიმართ არაერთი მძიმე შემოტევა ვნახეთ და მოვისმინეთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მას თეა წულუკიანის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ბევრი ფაქტი არსებობს, როდესაც თავად თეა წულუკიანს და მის ოჯახს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ. კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ოჯახის წევრების შეურაცხყოფა. „რაც შეეხება მიყურადებას, ეს ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა. არ ვიცი, ეს რაღაც ახალი სპორტია. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები შეურაცხვყოთ. შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიდრე მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენო. მინდა ყველას მოვუწოდო, მეტი სიყვარული, მეგობრებო!“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)