04:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 15:05:23, 601 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სოფელი ტალავერიდან დღეს დაიწყო.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ტესტებს უღებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევას მუნიციპალიტეტის სოფლებსა და  დაბა თამარისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები ეტაპობრივად განხორციელდებენ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში სწრაფი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ცენტრალურ საავადმყოფოში ყოველ დღეა შესაძლებელი. დაბა კაზრეთში კი მედიკოსები მოსახლეობას ტესტებს ადგილობრივ პოლიკლინიკაში არსებულ ამღებ   პუნქტში უკეთებენ.

სპეციალისტები მოქალაქეებს ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან უღებენ და სწრაფი ტესტების მეშვეობით კორონავირუსის გამოვლენა მცირე დროში ხდება. ტესტის გაკეთება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics