21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:14:47, 633 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საქართველოს რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, 2012 წელთან შედარებით 2014 წელს  27  ადგილით გაუმჯობესდა,  - ამის შესახებამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო  მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.
რეიტინგში   საქართველოს შემდეგ მოხვდნენ აზერბაიჯანი და უკრაინა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის მხრივ საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელს 24,6% იყო, ხოლო 2014 წელს 35,9 %-ს შეადგენს.
მნიშვნელოვნად, 16 ადგილით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიციები გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, კერძოდ, 2012 წლის პროცენტული მაჩვენებელი 49,8% იყო, ხოლო 2014 წელს - 55,7%-ია.
გამოხატვის უფლების და ანგარიშვალდებულების ინდიკატორის მიხედვით,  რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური  ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics