|
2020-12-13 18:00:00, 840 ნახვა
კომენტარი
ბოკერია : ოპოზიციას აქვს გეგმები, ჩვენ ელისაშვილის არ დავუძახებთ - ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია
„ოპოზიციას აქვს გეგმები, ჩვენ ელისაშვილის არ დავუძახებთ - ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ელისაშვილთან კონსულტაციას აღარ გაივლის. „ოპოზიციას აქვს გეგმა საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების, სხვადასხვა ინტენსივობით. ოპოზიციას, ევროპულ საქართველოს აქვს გეგმა ამომრჩევლებთან კარდაკარ სიარულის და მათი ინფორმირების. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არაა, ბატონი ელისაშვილი აღარაა ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მობრძანდეს ხვალ მასთან ერთად, როგორც ერთ ერთი ერთეული, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)