02:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:03:53, 743 ნახვა

სამართალი
აბაშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, უნცობმა პირმა გასროლა ავტომობილიდან განახორციელა და ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომი ორი მამაკაცი დაჭრა.

ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ ერთ-ერთი დაჭრილი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა და მომხდარს ისინი სწორად აღნიშნულს უკავშირებენ.

„ექსპრესნიუსი“ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მხოლოდ ერთ პირს მოემსახურა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოემსახურა ერთ დაზარალებულს და ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით გადაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - აცხადებენ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი მსუბუქად არის დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო სოციალური მედიიდან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics