|
2020-12-13 16:39:32, 573 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება
„24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სიტუაციის დასტაბილურება მოხდება შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელებენ. „24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება... თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ. პირველ რიგში, ჩვენ ხომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ვატაროთ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შავ პარასკევს რაც მოხდა იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება ყველაფერი... ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)