|
2020-12-13 15:26:57, 700 ნახვა
რეგიონი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი გელათის გადახურვის თემაზე გამოძიების დაწყების მომხრეა
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი გელათის გადახურვის თემაზე გამოძიების დაწყების მომხრეა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად მსგავსი ტიპის გადახურვა დროებითი დაცვა იყო. „არის დროებითი დაცვა. ვერ ასწრებდნენ და ზამთარში ხომ ვერ გადახსნი სახურავს. სამწუხაროდ, დღეს არ იციან ფრესკის ტექნოლოგია. ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული. ფრესკა რას ნიშნავს - ნედლს, ახალს. ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება. მეუფე კალისტრატე წინააღდეგ იყო ასეთი გადახურვის და ითხოვდა, როგორც ვიცი, ქვის ან სპილენძით გადახურვა ყოფილიყო. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრებისა და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა იოანემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)