09:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 10:55:34, 562 ნახვა

მსოფლიო
ამერიკაში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 ადამიანი დაშავდა

ამერიკაში დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე 7 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

ხსენებული აქცია ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარეობდა და ბოლო ცნობებით, სამართალდამცავებმა დაახლოებით 23 ადამიანი დააკავეს, ხოლო აქედან 6 პოლიციაზე თავდასხმაშია ბრალდებული.

მედიის ცნობით, აქციების შემდეგ 2 პოლიციელი კლინიკაში იქნა გადაყვანილი, ხოლო 4 ადამიანი კი გაურკვეველ ვითარებში დანით დაჭრეს. ამის შესახებ დამატებითი ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არ სცნობს არჩევნების შედეგებს.

ამასთან დონალდ ტრამპმა მიმართა სასამართლოს ხმების სამართლიანად დათვლის შესახებ. მისი აზრით წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics