|
2015-09-28 17:24:52, 2135 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა სახლების მშენებლობის პროცესი ადგილზე დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დღეს, მოადგილესთან გიზო სართანიასთან, სოციალური განყოფილების უფროსთან გოგი რევიასთან და შპს „შაკო+“ –ს წარმომადგენელთან ერთად უკიდურესად შეჭირვებულ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი რამდენიმე სოფელში დაათვალიერა. გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: ჭითაწყარი, ცაცხვსა და ჩხორიაში ერთი ერთოთახიანი და ორი სამოთახიანი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ედიშერ თოლორაია ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას დაპირდა და განაცხადა, რომ სახლები სადაც ბენეფიციარები იცხოვრებენ იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და ისინი თავს სრულფასოვან პიროვნებებად იგრძნობენ. ბენეფიციარებმა ამ ინიციატივისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას და მის მოადგილეს გიზო სართანიას მადლობა გადაუხადეს. ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად მიმდინარეობს და ის 45 დღეში დასრულდება. ცნობისთვის, პროექტის მიხედვით 22 – 41 კვ/მ ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები აშენდება. ერთოთახიანი სახლები მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სამოთახიანი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მზის გამათბობელით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)