|
2020-12-11 20:30:25, 653 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალისა და სააკაშვილის პოზიციები, საქართველოში დესტაბილიზაციაა
„კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალისა და სააკაშვილის პოზიციები, საქართველოში დესტაბილიზაციაა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორები ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველო იმ პლატფორმად, სადაც სტაბილურობაა. „ჩვენს თვალწინ რა პროცესებიც ხდება არ ეხება მხოლოდ საქართველოს ეს ეხება მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, რასაც ჩვენი პარტნიორები კავკასიაში ცდილობენ. ცდილობენ საქართველოს იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც სტაბილურობაა და სადაც მათ ეგულებათ სტაბილური პარტნიორი. აქედან გამომდინარე, რეალურად ცუდი რამ ხდება, კიდევ ერთხელ დაემთხვა საოკუპაციო ძალის და სააკაშვილის პოზიციები. დესტაბილიზაციაა საქართველოში. ვირტუალურად წარმოვიდგინოთ სასწორი, სადაც ერთ მხარეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასახარბიელო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა არ შედის პარლამენტში. სასწორის მეორე მხარეს კი არის რეალურად ბიუჯეტის რეალიზაცია და სტრატეგიული ამოცანები, რათა სოციალური პაკეტი არ შემსუბუქდეს, სტრუქტურები არ ჩამოიშალოს და ნიჰილიზმი და ქაოსი არ გამეფდეს ქვეყანაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)