|
2015-09-28 16:34:51, 722 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ორსანტიაში გენდერული თანასწორობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი გენდერის რაობასა და გენდერულ სტერეოტიპებს მიეძღვნა, რომელიც პროგრამა „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში გაიმართა. მას ზუგდიდის რიონის სოფელ ორსანტიას სკოლის 20 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში ახალგაზრდებმა განიხილეს გენდერის ძირითადი საკითხები - გენდერული როლები, სტერეოტიპები; ასევე, იმსჯელეს სიძულვილის ენის ტირაჟირებისა და დისკრიმინაციის პრობლემებზე. მონაწილეები გაეცნენ შესაბამის თეორიულ მასალებს. ბოლო სესია კი ინტერაქტიულ ფორმატში გენდერული თანასწორობის შესახებ აქტუალურ თემებს დაეთმო. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითრების ხელშეწყობა. პროგრამა 13 ქალაქის იუსტიციის სახლებში ფუნქციონირებს. „ლიდერთა სახლი“ საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგების ჩატარებასაც ითვალისწინებს. მასში 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)