|
2020-12-10 11:14:57, 915 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განახლება ახალი სპორტული დარბაზების აშენებასა და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს. ქვედანაყოფების სპორტულ დარბაზებში თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, როლანდ ძნელაძემ I ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ ზაზა შალამბერიძესთან ერთად გორში ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი დარბაზი; უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის აღჭურვა ულტრათანამედროვე სპორტული ინვენტარით, რომელიც ევროპულ სტანდარტებისაა. დარბაზში განთავსდა სარბენი ბილიკები, ველოტრენაჟორები, თხილამურები, პრესის სავარჯიშო დანადგარი, ჰანტელები, შტანგები და კომპლექსური სავარჯიშო ტრენაჟორები. აღნიშნული დარბაზი 800-მდე ადამიანზეა გათვლილი, რომელიც I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი და მე-14 ჯავშანსატანკო ბატალიონების სამხედროებს მოემსახურება. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად აღიჭურვება. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)