|
2020-12-09 13:14:52, 1076 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა
ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა. „კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს და არამარტო რესპუბლიკურ საავადმყოფოს, არამედ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. ეს პიროვნება იყო გამორჩეული თავისი შინაგანი კულტურით, ზრდილობითა და პატიოსნებით. ძალიან კარგი კოლეგა და პროფესიონალი იყო. ავადმყოფებზე შეყვარებული ექიმი, რომელსაც პაციენტი გაჭირვების ჟამს არასდროს მიუტოვებია, სამწუხაროდ, დღეს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა და 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ფილტვების შეშუპების გამო, გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა. იგი ექიმი-ტრავმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მანამდე ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)