|
2015-09-28 13:20:13, 998 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სერჟანტი გერმანიაში მოინახულა
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გერმანიაში, ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სერჟანტს გაესაუბრნენ და გამოჯანმრთელება უსურვეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო მისიის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს. „სამხედრო ჰოსპიტალში ოპტიმისტური სურათი ვნახეთ. როსტობაია კარგად არის უკვე. გვითხრეს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და შემდეგ რეაბილიტაციის ფაზაზე გადავა. ვგეგმავთ, მისი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანოთ გერმანიაში. მიეცეთ შესაძლებლობა, თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ კარგად არის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გავუწევთ ყველა ტიპის დახმარებას, რაც მას სჭირდება სრული რეაბილიტაციისა და საბრძოლო ფორმაში ჩადგომისთვის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ექიმებზე დაყრდნობით, დაჭრილი სამხედროს დროულად განკურნებაზე საუბრობს გენერალური შტაბის უფროსი. „ჭრილობა არ იყო მარტივი, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და დაჭრილი ახლა საკმაოდ კარგ კონდინციაშია. როგორც ექიმები გვპირდებიან, კურსი მიდის გეგმის შესაბამისად და მებრძოლი საღ-სალამათი დაგვიბრუნდება. მინდა დავარწმუნო მისი ოჯახის წევრები, რომ ჩვენი თანამებრძოლი ძალიან კარგ პირობებშია. ეს არ არის ამ ჰოსპიტალში პირველი ქართველი დაჭრილი, მანამდეც ყველა წარმატებით განიკურნა“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურის, პოლკოვნიკი ჯეიმს ლატერზას განცხადებით, სერჟანტი პაატა როსტობაია მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის, მომავალ კვირას კი მისი პალატაში გადაყვანა იგეგმება. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)