14:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 13:04:02, 696 ნახვა

საზოგადოება
ლაოსის დელეგაცია ბათუმის იუსტიციის სახლისა და მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას ეცნობა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გრძელდება.

ვიზიტი ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი მოინახულეს. ისინი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

დღესვე, ლაოსის დელეგაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრს დაათვალიერებს.

ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტის მიმდინარეობისას სტუმრები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics