|
2020-12-09 10:28:57, 565 ნახვა
კომენტარი
ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების საპროექტო დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამო, მერიის ბიუჯეტმა 85 ათასი ლარით იზარალა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის ნაწილმა დაიწია. მისი განცხადებით, საპროექტო დოკუმენტში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო სერიოზული ხარვეზები იყო, რის გამოც მერიის ბიუჯეტმა 85 ათასი ლარით იზარალა. „გლდანში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოები ჩავატარეთ. მოხდა ამ ორი ქუჩის განახლება. თუმცა ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდა რეაბილიტირებული ასფალტის ჩაწევა, რაც სერიოზული პრობლემაა. შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სრული მოკვლევა შედეგად დადგინა რომ საპროექტო დოკუმენტში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო დოკუმენტებში იყო სერიოზული ხარვეზები. დაახლოებით 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი. აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული მოკვლევის შედეგად და ეს საკითხი გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოკვლევისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)