|
2015-09-28 12:52:26, 582 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია
მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. კვლევის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ცნობით, მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება. კვლევის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2014 წელს 71,6%-ია და ეს საუკეთესო მონაცემია ბოლო 18 წლის განმავლობაში. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 69.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო 149 ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, იტალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, არგენტინას, მექსიკას, ჩინეთსა და ინდოეთს. მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაა, რასაც საქართველოში იუსტიციის სახლები და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებულ ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)