|
2020-12-07 21:07:23, 606 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - კოვიდსასტუმროები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშიც კი არაა
„COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი პროექტი მხოლოდ სამხრეთ კორეაშია და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშიც კი არ ხდება მსგავსი რამ. „ფართოვდება ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, მობილიზებულია 76 ასეთი სასტუმრო - 5 378 ადგილით. ამ სასტუმროებში მუშაობს 272 ექიმი, 319 ექთანი და 51 სტუდენტი ექთნის პოზიციაზე. ამ სასტუმროებში სხვა სიკეთეებზე (სამედიცინო მეთვალყურეობა და სხვ.) რომ არაფერი ვთქვათ, ხდება COVID პაციენტების გაცილებით უფრო ეფექტიანი იზოლაცია, ვიდრე ეს შესაძლებელია ბინის პირობებში. საგულისხმოა, რომ COVID სასტუმროები საქართველოს “ნოუ ჰაუ“ და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. რაღაც მსგავსი აქვთ მხოლოდ სამხრეთ კორეაში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კი - არა. ფართოვდება (ორმაგდება) PCR და სწრაფი/მარტივი ტესტირება და დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე", - განაცხადა ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)