|
2020-12-07 19:45:53, 500 ნახვა
კომენტარი
ბორელი - დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა
„დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკომფერენციაზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისკენ. „დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისათვის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს წინ წავიდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)